Babajana LOGO

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 იმპორტირებულია, 2 კი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტია

21 ივნისს 2020 03:56ნახვები 312წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 6 იმპორტირებულია, 2 კი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტებიდან გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გაჩენილა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 3-ით მოიმატა და 755-ს შეადგენს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania