21/06/201 252 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - თუ დავინახავთ ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, მზად ვართ, გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას

თუ დავინახავთ ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს, მზად ვართ, გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას და შემდეგ მოსმენებზე მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მედიასთან განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება სხვა ფრაქციების გადაწყვეტილებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება კენჭისყრაში მათი მონაწილეობით დააზღვიონ. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი გადაწყვეტილებით ეცდება ხელისუფლებაზე ზეწოლა გაზარდოს, რათა ხელი შეეწყოს ნორმალურ პოლიტიკური პროცესებს ქვეყანაში.
"ჩვენ გუშინ გვიან ღამემდე ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეგვექმნა სრული სურათი, თუ რა ბედი ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რადგან იცით, რომ ამ შეთანხმების ყველა პირობა დღემდე არ არის შესრულებული და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა რჩება საპყრობილეში. ამავე დროს, ჩვენთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ შესაძლებლობა დღეს ჩააგდოს მორიგ ჯერზე საკონსტიტუციო ცვლილებები და მორიგ ჯერზე მოატყუოს ქართველი ხალხი და ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება. ამიტომ პირველ რიგში ვიტყვი, რომ კარგია, რომ სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დააზღვიონ საკონსტიტუციო ცვლილებები და დღეს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ცვლილებებს. ამავე დროს, სანამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ არის შესრულებული, ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის წინსვლაზე ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით და ქვეყანა რჩება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, ჩვენ რა თქმა უნდა, გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც რთული მისაღები იყო, დაგვეხმარება და დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციას და ქართველ ხალხს იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოეს მომავალში მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის მობილიზაცია, ზეწოლის გაზრდა ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ზეწოლის გარეშე ეს ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი არ აპირებს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესებისთვის შესაძლებლობის მიცემას და ამას მოწმობს ის, რომ დღემდე პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა", - განაცხადა სამადაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY