Babajana LOGO

ანგელა მერკელი - ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ პროკურატურის დასკვნებთან დაკავშირებით

19 ივნისს 2020 12:08ნახვები 1 000წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, მიიღოს ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის გენერალური პროკურატურის დასკვნებთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება, მაგრამ აპირებს დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვახდენთ კონცენტრაციას კონკრეტულ მიზნებზე“ - განაცხადა მერკელმა კითხვაზე, გამკაცრდება, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გერმანიის გენერალური პროკურორის დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით მოხდა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია.
„ერთ-ერთი მიზეზია კონფლიქტი უკრაინაში და სწორედ მასთან დაკავშირებულ სანქციებზე ვსაუბრობდით დღეს. მეორე - გერმანიის გენპროკურატურის დასკვნაა გერმანიის ბუნდესტაგის კიბერშეტევაზე და მესამე - ეს არის ცოტა ხნის წინანდელი ბრალდების წარდგენა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. აქ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ სასამართლო მოსმენების შედეგებს“, - განაცხადა მერკელმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania