19/06/201 503 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

მდინარაძე: კონგრესმენებისგან დამოუკიდებლად გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერი

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ეწერა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის უახლოესი მოკავშირეა, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ამაზე თავად კონგრესმენებსაც "ხისტი რეაქცია" ჰქონდათ.  მისი მტკიცებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის კომენტარი, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერთა ნახევარი არ იცნობს ან არ იზიარებს აბზაცს, რომელიც ივანიშვილს ეხება, თავად კონგრესმენმა ბეკონმაც დაადასტურა და თქვა, რომ ჩანაწერი მას არ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ბეკონმა ნამდვილად თქვა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი ტექნიკურმა ექსპერტებმა მოამზადეს, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში პუტინს მოკავშირეები ჰყავს.
"ჩვენ ვნახეთ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება, ერთი მალინის, მეორე დავით ბაქრაძის, რომელიც არის ღირსეული ადამიანი და კარგი დიპლომატი, ის წარმოადგენს საქართველოს აშშ-ში. ეს ორივე განცხადება რომ გვერდით გადავდოთ, თავად კონგრესმენმა ბეიკონმა დაადასტურა ორი დღის წინ, რომ ჩანაწერი მას არ ეკუთვნის. აქ მგონი კითხვის ნიშნები აღარ არის. შესაძლებელია, ჩვენი პარტნიორების კონრეტულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, მაგრამ აქვე არ უნდა დავივიწყოთ ამ ადამიანების ხისტი პოზიცია, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მათგან დამოუკიდებლად რაღაც ჩანაწერი იყო აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მეორე-მესამე დღეს გააკეთეს განცხადებები. რატომღაც დღეს ბეიკონის განცხადებას ვაინგორებთ და მხოლოდ მალინის განცხადებაზე გვაქვს აქცენტი", - ამბობს მდინარაძე.  მდინარაძის თქმით, "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პროდასავლურად საუბრობენ", რეალურად "რუსულ საქმეს აკეთებენ" და საფრთხეც სწორედ ეს არის. 
"უნდა გაგვახსენდნენ ის ადამიანები, რომლებიც დეკლარირებენ პროდასავლურად და საქმეს რუსულს აკეთებენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც პროდასავლურად საუბრობენ და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ უფრო საშიშები არიან, ვიდრე ისინი, ვინც რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ. აქ საფრთხე მეტია და ამის ინდენტიფიცირება უნდა შევძლოთ და მივაწოდოთ სწორი ინფორმაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - ამბობს მდინარაძე. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA