Babajana LOGO

ნიკოლ ფაშინიანი - „კოვიდ 19“-ის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს - ნუთუ აუცილებელია, მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს

18 ივნისს 2020 04:18ნახვები 509წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქზე“ წერს.
„ვაგრძელებთ პირბადეების გარეშე სიარულს. რას ვაკეთებთ ჩვენ არასწორად, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ასე უყურადღებოდ ეპყრობიან თავიანთ ჯანმრთელობას? ნუთუ აუცილებელია, რომ მოქალაქესთან დიალოგის გზით ჩამოყალიბებულმა მთავრობამ იძულების ენით საუბარი დაიწყოს, რათა ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ?“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისათვის, გუშინდელი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 18 033 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 302-ს შეადგენდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania