სომხეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 698-მდე, დაღუპულთა კი 309-მდე გაიზარდა
სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 18 698-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 309 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე „კოვიდ 19“-სგან 7 560 პაციენტი განიკურნა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე „კოვიდ 19“-სგან 7 560 პაციენტი განიკურნა.