18/06/201 060 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა. როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა ოპოზიციას აწყობს.
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გამოძიების კუთხით და ვფიქრობ, ამას არაფერი არ უდგას წინ, დანარჩენი არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. ის, რაც ხდება ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ, ეს ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას. დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ზის პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ასევე ქვეყნის შიგნით არიან ძალები. ცოტა ხნის წინ ციხიდან საპრეზიდენტო აქტით "გრუ"-ს აგენტი, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა ე.წ. დასავლურ ძალებთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაში ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ იქ არის ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რომლებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები. დღეს ეს პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი აქვთ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ანუ პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. აქედან გამომდინარე ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია და ამაზე მსჯელობა აუცილებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
წამყვანის კითხვაზე: თუკი უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, ეს ხელს აძლევდა ამ ოპოზიციურ ძალებს? კობახიძემ უპასუხა: „თქვენ წარმოიდგინეთ თუნდაც წარუმატებელი მცდელობა ასეთი რამის, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ბუნებრივია ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი არასტაბილურობისთვის“.
„ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს არის მათი საერთო სულისკვეთება. ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა ნებისმიერი ისეთი განვითარება მოვლენების, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, გამოძიება რასაც დაადგენს, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩვენ განცხადებები. ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება და არ გვაქვს უფლება ნებისმიერი განცხადება გავაკეთოთ პასუხისმგებლობის გარეშე. ბუნებრივია, ნებისმიერი პირდაპირი მინიშნება და პირდაპირ ბრალის წაყენება ვინმესთვის არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ვერც გარე და ვერც შიდა სუბიექტის მიმართ. მთავარია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ კონკრეტულ შედეგზე გავა საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA