04/02/201 119 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - ამერიკული ბიზნესის „შევიწროვებად“ რას მიიჩნევთ? იმას, რომ ფოთის პორტში დიდი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდა?!

ამერიკული ბიზნესის „შევიწროვებად“ რას მიიჩნევთ? იმას, რომ ფოთის პორტში დიდი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდა გასულ წელს?! თუ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარ ბიზნესს და ქონებას სახელმწიფოს ღამღამობით აღარ „ჩუქნიან“?!, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რითაც საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების თაობაზე კონგრესმენების ნაწილის შეფასებებს გამოეხმაურაარჩილ თალაკვაძის განმარტებით, რომლის ხელმძღვანელობითაც ხვალ, 5 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იგეგმება, კონგრესმენებთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც კითხვები აქვთ, ამომწურავი საუბარი ექნებათ.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს N1 სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ახლა, როდესაც ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ ჩვენგან ინფორმაცია ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ და აინტერესებთ, როგორ ვაპირებთ გამოწვევებს ვუპასუხოთ, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაცია და საუბარი, ამიტომ ჩავდივართ ვაშინგტონში და ვაძლიერებთ ურთიერთობებს. ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან და სენატორებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კონგრესმენებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და უსაფრთხოებაზე, ასევე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენს ხედვას და დაგეგმილ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ. ვაპირებთ მათთან საუბარს როგორც საარჩევნო სისტემის, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. აშშ-ში მომავალში კიდევ რამდენიმე ვიზიტი იგეგმება. რაშიც დარწმუნებული ვართ არის ის, რომ საქართველოს ამ წლებში აქვს რეალური პროგრესი, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას კი ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი საერთო ინტერესები და მისი დაცვა. ჩვენ გვაქვს რესურსი მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და ამას შემდგომშიც საქმით დავამტკიცებთ...
ის, რომ პარტნიორებს კითხვები აქვთ გარკვეულ საკითხებზე, ამას მე პირადად აღვიქვამ შესაძლებლობად, რომ ჩვენი შედეგები, სიმართლე და პრობლემის მოგვარებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, უფრო დეტალურად განვიხილოთ საკითხები კონგრესმენებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე განმარტებით, "ჩვენი საერთაშორისო მეგობრების სურვილი, რომ შემცირდეს პარტიებს შორის დაპირისპირების ხარისხი და საქართველოს უფრო სტაბილური, კონსტრუქციული პოლიტიკა ჰქონდეს, არ ნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა „დაზარალებულია“.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,