04/02/201 300 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად მოვუწოდო პარლამენტს, სხდომა გადაიდოს

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება გადადო. როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა, გადაწყვეტილება პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მიიღეს, თუმცა ოპოზიციის აქცია ხვალ დილით განახლდება.
გარდა ამისა, გიგი უგულავამ დეპუტატებს მოუწოდა, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს პარლამენტის სხდომა გადაიდოს.
„ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ჩვენს ქვეყანაში, ბაღდათის რაიონში ხანძრის ტრაგედიის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი და მათი ახლობელი დაიღუპა.
მინდა, პირველ რიგში, ოჯახს, მათ ახლობლებს მივუსამძიმრო ჩემი და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე, ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა კონსულტაციის შედეგად გუშინ ღამით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია, პიკეტი, „სირცხვილის კორიდორი“ არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა. მინდა, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, დღეს პარლამენტის სხდომა გადაიდოს.
რაც შეეხება მომდევნო გეგმებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმის მიხედვით, როდესაც პარლამენტში სხდომა გაიმართება და წესით, ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, ხვალ, 10:00 საათზე ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და მოვითხოვთ კვლავ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს. კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ განუზომელი ტრაგედიის გამო, რომელიც გუშინ ღამით ბაღდათის რაიონში დატრიალდა.
ხვალ იმ ფორმით გავაპროტესტებთ, რა ფორმითაც ვაპროტესტებდით - ეს არის „სირცხვილის კორიდორი“.
ჩვენი გეგმები ტრაგედიის გამო გადაიდო და მგონი, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს პარლამენტს ვთხოვო, იფიქროს და გადადოს დღევანდელი სხდომა ერთსულოვნების ნიშნად, რომ ტრაგედიის წინაშე ყველანი სოლიდარული და თანაზიარნი ვართ“,-განაცხადა უგულავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA