16/06/201 494 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანრი ოხანაშვილი - შეუიარაღებელი თვალით იკვეთება რევოლუციური სცენარების ტენდენციები

შეუიარაღებელი თვალით იკვეთება რევოლუციური სცენარების გარკვეული ტენდენციები და იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები, როგორც ჩანს, საკუთარი მიზნებისთვის რაღაცას გეგმავდნენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გასარკვევია რა იგეგმებოდა რეალურად და რა კავშირი ჰქონდა ამასთან ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებს.
"ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მივცეთ გამოძიებას მსვლელობის შესაძლებლობა და ნაადრევად არ გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელმაც შესაძლოა, იმოქმედოს განწყობის შექმნაზე. აქედან გამომდინარე, მთავარია გამოძიება მივიდეს ბოლომდე. რაც მთავარია, შეუიარაღებელი თვალით იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების და შეუიარაღებელი თვალით იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავდნენ. საუბარია ქვეყნაში მიმდინარე საკითხებზე და ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებზე, გასარკვევია და უნდა დადგინდეს ვის რა კავშირი ჰქონდა, რა იგეგმებოდა რეალურად - რასთან მიმართებაში რა სცენარი. ჩვენთვის ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ სიცოცხლე დაცულია, მოხდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არ არის მარტივი საკითხი, როცა შესაძლოა, სხვადასხვა სცენარებით ხდებოდა აღნიშნულის დაგეგმვა, მათ შორის, ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული სცენარების შემდგომი განვითარებით. ძალიან მძიმე რამ იგეგმებოდა, ფაქტია, ეს აღკვეთა უსაფრთხოების სამსახურმა და დანარჩენზე უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მთავარია, შენარჩუნდა სიცოცხლე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA