16/06/201 201 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სერგო რატიანი - საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის დაუცველი და საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. რატიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძება უნდა მივიდეს ბოლომდე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია.
„ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც მათ გამოევლინოთ ჯაშუშები. სამაგიეროდ, გვახსოვს შემთხვევები, როდესაც რეალურად ჯაშუშები იყვნენ გადაცემულნი როგორც პოლიტპატიმრები და ეს საკმაოდ მძიმე სურათია. ასევე, ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ტერორისტები საზღვრებზე გადმოდიან უპრობლემოდ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცულები. რაც შეეხება იმ ფონს, რა ფონიც იყო გაბუნიას განცხადებების შემდეგ, ეს იყო სამარცხვინო და სრულიად შეუფერებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვახსოვს, რომ პრორუსულმა ძალებმა მაშინ დაიკავეს რუსთაველი. ეს იყო წახალისებული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ფონი, რაც გვაქვს“, - განაცხადა რატიანმა. მისივე თქმით, „ცალსახაა, რომ ამ საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა “.
„ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ ვხედავდეთ სრულ სურათს, თუ რა ხდებოდა ამის მიღმა და რა პერიპეტიები ახლდა ამას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობნენ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, რამდენად შესაფერისი იყო მათი ქმედება სახელმწიფოს გამართულ მუშაობასთან. ცალსახაა, რომ ამ საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა. ბევრი შემთხვევააა, როდესაც კადიროვი ასრულებს რუსეთის დავალებას, ასე იყო ნემცოვის და სხვების შემთხვევაშიც. ჯერჯერობით ჩვენ ამ სურათს ვხედავთ, მაგრამ ჩვენ გვჭირება გაცილებით მეტი ინფორმაცია”, - განაცხადა რატიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA