15/06/202 071 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გაბუნია - კადიროვის განცხადების შემდეგ, საზღვარგარეთ ვიყავი და შემომითვალეს - „ფრთხილად იყოს ეგ ადამიანი საზღვარგარეთ რომ დაბოდიალობს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას უთვალთვალებდნენ და საფრთხე ემუქრებოდა, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიგო. როგორც გაბუნიამ „ღამის მთავარში“ საუბრისას განაცხადა, თვალთვალი მისმა დაცვის წევრებმა ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლთან შეამჩნიეს.
„აქ არ არის გაბუნია მხოლოდ პრობლემა. ამ ერთი ადამიანის დაკავებით ეს პრობლემა არ ამოიწურა. სამწუხაროდ, სანამ პუტინი ცოცხალი იქნება, ეს საფრთხეც იარსებებს ბოლომდე. სიმპტომი გვაჩვენებს რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. არც მაშინ ვნანობდი და არც ახლა ვნანობ ეს განცხადება რომ გავაკეთე, ამან ბევრი რამის ლუსტრაცია აჩვენა. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა დემონსტრირება, რა მდგომარეობაში ვართ, საერთოდ რა ქვეყანა ვართ და რა ქვეყანასთან ვცდილობთ ურთიერთობის დალაგებას. ჟურნალისტი გამოდის, ვინც არ უნდა იყოს, გიჟი ვარ, არასწორი გავაკეთე და ა.შ. ვთქვი ჩემი აზრი, დამოკიდებულება და გვერდით სახელმწიფო მკვლელს აგზავნის, რომ ჩემი ლიკვიდაცია მოახდინოს. სად ვართ საერთოდ და რა მდგომარეობაში? როგორ შეიძლება ამის მერე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი, როდესაც სახელმწიფო შუასაუკუნეობრივი მეთოდებით მოქმედებს.
მე ეს არ დამიფიქსირებია, გვერდით რომ მითვალთვალებდეს ვინმე, ამას ვერც შევამჩნევ, თუ რამე თავში არ ჩამარტყეს. ეს ჩემმა დაცვამ შეამჩნია. რა თქმა უნდა, არ გამოპარვიათ, რომ რაღაც საეჭვო მანქანები, საეჭვო ადამიანები განსაკუთრებით ჩემს საცხოვრებელ სახლთან ტრიალებდნენ. მიხვდნენ, რომ ხდებოდა თვალთვალი. ბოლო თვეს მითხრეს, რომ გიორგი, საეჭვო ადამიანები ტრიალებენ შენს გარშემო და ფრთხილად იყავი. მანამდე მოიმატა დაცვის რაოდენობამ. მძიმეა ეს ძალიან, მაგრამ ვიცოდი, რომ თეორიულად შესაძლებელი იყო, რომ სადღაც ვიღაც დადიოდა, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა. ეს მარტივი არ არის, მაგრამ იძულებული ხარ, ამას შეეგუო და შეეჩვიო. მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერი იყო. კადიროვის განცხადების შემდეგ, საზღვარგარეთ ვიყავი და ნიკას საშუალებით შემომითვალეს - „ფრთხილად იყოს ეგ ადამიანი საზღვარგარეთ რომ დაბოდიალობს, მანდაც ძალიან ადვილია მაგის პოვნაო“, ეს ჯერ კიდევ აგვისტოში იყო და თითქმის ერთი წელი გავიდა, აქამდე არაფერი ვიცოდი“, - განაცხადა გაბუნიამ და სპეცოპერაციისთვის უკრაინელ და ქართველ სამართალდამცავებს, მადლობა გადაუხადა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,