14/06/201 516 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პოლიციამ ატლანტაში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დააკავეს 36 დემონსტრანტი

აშშ-ში, ატლანტაში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც პოლიციელის ნასროლ ტყვიას, აფროამერიკელი ემსხვერპლა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება.
პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პარასკევს აფროამერიკელ რეიშარდ ბრუკსს ესროლა. პოლიციის ცნობით, მათ მიიღეს შეტყობინება მძღოლის შესახებ, რომელსაც შეკვეთების გასაცემ სარკმელთან ჩაეძინა. ეს იყო რიშარდ ბრუკსი, რომელმაც მანამდე ალკოტესტი გაიარა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. YouTube-ზე გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ის პოლიციისგან გაქცევას ცდილობს, ასევე ისმის გასროლის ხმებიც.
კადრებში ჩანს, რომ ბრუკსი ეწინააღმდეგებოდა პოლიციას, რომელმაც ერთ-ერთ სამართალდამცველს „ელექტროშოკერი“ წაართვა და გაქცევა სცადა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრუკსმა ერთ-ერთ პოლიციელს დაუმიზნა, რის გამოც პოლიციელმა მას რამდენჯერმე ესროლა. კადრებში, ასევე, ჩანს, რომ პოლიციელები მას უწევენ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შემდეგ, ქალაქში პოლიციის წინააღმდეგ პროტესტის ახალი ტალღა აგორდა. ადამიანებმა გადაკეტეს ავტოტრასა, რის შემდეგაც პროტესტი უწესრიგობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა გადაწვეს სწრაფი კვების რესტორანი, რომლის სიახლოვესაც ესროლეს აფროამერიკელს. ატლანტაში, სულ მცირე 36 ადამიანი დააკავეს. პოლიციას მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენება. ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ბრუკსის დაკავებაში მონაწილეობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მეორე კი ადმინისტრაციულ სამსახურში გადაიყვანეს. პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA