Babajana LOGO

კახა კალაძე - გვახსოვს, როცა ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი, რა ხდებოდა, - დღეს ის ხალხს პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა

13 ივნისს 2020 06:26ნახვები 774წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები იყო. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. კალაძის განცხადებით, მერაბიშვილი „საკმაოდ საინტერესო კანდიდატურაა“.
„პოლიტიკაში რომ ბრუნდება მემგონი თვითონაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. საკმაოდ საინტერესო კანდიდატურააა და საინტერესოა მისი პოლიტიკაში დაბრუნება. გვახსოვს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი რეპრესიები იყო. დღეს ვანო მერაბიშვილი ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, პირდება ნათელ მომავალს, საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania