გიგი უგულავა სააკაშვილის ინიციატივაზე: დღეს ერთიანი საარჩევნო სია არარეალიზირებადია
გიგი უგულავა ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოდან" აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა საერთო ოპოზიციური საარჩევნო სიის შედგენაზე არარეალიზირებადია:
"დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს აჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის", - წერს უგულავა ფეისბუკზე.
პოლიტიკოსი წერს, ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში:
"ამასთანავე იმედი მაქვს მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 13 ივნისს გამოვიდა ინიციატივით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი საარჩევნო სია შექმნან. ადგილები სიაში, მისი თქმით, ალბათ, პარტიების რეიტინგების მიხედვით უნდა გადანაწილდეს.