Babajana LOGO

აშშ-ში კორონავირუსის 25 601 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 851 ადამიანი დაიღუპა

13 ივნისს 2020 03:20ნახვები 172წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ში კორონავირუსის 25 601 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 048 986-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში 851 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 114 669-ს მიაღწია.
რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 7.6 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია 425 000-ზე მეტი ადამიანი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania