Babajana LOGO

სიეტლში მომიტინგეებმა შექმნეს პოლიციისაგან “ავტონომიური ზონა“, ტრამპი ადგილობრივ ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს

12 ივნისს 2020 10:47ნახვები 829წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
აშშ-ის შტატ ვაშინგტონის ქალაქ სიეტლში მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრის რამდენიმე ქუჩაზე კონტროლის დამყარება მოახერხეს და “ავტონომიურ ზონად“ გამოაცხადეს.
ამ ზონაში, როგორც „გარდიანი“ იუწყება, არის პატარა ბაღი, სამედიცინო სადგური, მოსაწევი არეალი და სივრცე, სადაც ადამიანებს მარაგებისა და საკვების უფასოდ მიღება შეუძლიათ. აგრეთვე, ზონაში არის ტერიტორია, სადაც ჯორჯ ფლოიდსა და პოლიციის მიერ მოკლული სხვა ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს.
ზონა, რომელიც სიეტლის ცენტრში მდებარეობს, მომიტინგეებმა თავად დაიკავეს და მასში ამჟამად ოფიციციალური ხელისუფლება თუ პოლიცია არ მოქმედებს.
გარდა ამისა, „გარდიანის“ ცნობით, ზონაში მყოფ ადამიანების უმრავლესობა პირბადით დადის, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს, არიგებენ ხელის სანიტაიზერებს და წყალს.
აქციის მონაწილეები ამჟამად სხვადასხვა მოთხოვნებით გამოდიან — მათ შორის, პოლიციის დაფინანსების შეწყვეტა და მომიტინგეების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მოხსნა.
ვითარებით უკმაყოფილოა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იგი ამბობს, რომ თუ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება — სიეტლის მერი და ვაშინგტონის გუბერნატორი – „წესრიგს არ დაამყარებენ, ამას თავად იზამს“. ტრამპი აგრეთვე მოიხსენიებს მომიტინგეებს, როგორც „შინაურ ტერორისტებს“.
„დაიბრუნეთ თქვენი ქალაქი ახლავე… ამას თუ არ იზამთ, მე გავაკეთებ. ეს თამაში არაა. ეს მახინჯი ანარქისტები უმალ უნდა შეჩერდნენ. სწრაფად იმოქმედეთ“, — დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერში“.  ამ შემთხვევაში ტრამპი, დიდი ალბათობით, გულისხმობს „აჯანყების კანონის“ გამოყენებას, რომლის ძალითაც პრეზიდენტს ეძლევა უფლება, ცალკეულ შტატში თუ ქალაქში ფედერალური ჯარი შეიყვანოს.
მას მალევე გამოეხმაურნენ მერიც და გუბერნატორიც — „შენს ბუნკერში დაბრუნდი“, — უპასუხა ტრამპს ჯენი დარკანმა, სიეტლის მერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals