ირაკლი ღარიბაშვილი - რუსული ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე „ნაციონალური მოძრაობისგან“ მომდინარეობს
რუსული ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები „ძირს უთხრიან სახელმწიფოს ძლიერებას“.
„ჩემს გამოსვლაში რაც უკავშირდებოდა დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, ვგულისხმობდი „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებას და ჩვენს სახელმწიფო სტაბილურობას. რუსული ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რუსული ოკუპაციის შემდეგ არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებაზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეკითხვა მას არ ეკუთვნის.
„ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, ორჯერ დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი და ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.