11/06/201 982 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ნიგერიიდან სპეცრეისით სამი რუსი მეზღვაურის გამოყვანისთვის, საქართველოს მადლობელია

მოსკოვი მადლობელია საქართველოსი ნიგერიიდან სპეცრეისით სამი რუსი მეზღვაურის გამოყვანისთვის და იმედოვნებს, რომ ეს წარმატებული ჰუმანიტარული გამოცდილება მოთხოვნადი იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„მეზღვაურებს კონტრაქტი დაუსრულდათ, რუსეთსა და ნიგერიას შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილი იყო, იმ დროისთვის რუსეთის მიერ ნიგერიიდან რეისის საკითხი არ განიხილებოდა. ქართველი კოლეგების თანხმობამ, აეყვანათ რუსეთის მოქალაქეები თავის ბორტზე, მათ საშუალება მისცა, 7 ივნისს ლაგოსიდან თბილისში გამომგზავრებულიყვნენ, სადაც მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მიიყვანეს. ამ დროისთვის, სამივე მათგანი საცხოვრებელ ადგილას იმყოფება“ , - განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, ასეთი სახის ურთიერთთანამშრომლობა არ ყოფილა პირველი.
„ჩვენ დაგვეხმარნენ საქართველოს გავლით, გასულ კვირას, ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებაში, რომლებიც თურქეთში მკურნალობდნენ, ასევე, სომხეთიდან რუსეთის მოქალაქეების დაბრუნებისას, სულ 173 ადამიანი აპრილში. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების დაბრუნებისას“, - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი, მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციის, ასევე თბილისში შვეიცარიის საელჩოსადმი, რომლებმაც მისი თქმით, ეფექტურად უზრუნველყვეს მრავალრიცხოვანი საორგანიზაციო პრობლემების გადაწყვეტაზე შეთანხმება, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციასთან იყო დაკავშირებული.
„მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი გახდა ჰუმანიტარული ურთიერთანამშრომლობის დამყარება, მიუხედავად რუსეთისა და საქართველოს შორის რთული პოლიტიკური ვითრებისა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მართებული მაგალითია იმისა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საერთო უბედურებაა. საოცარი იქნებოდა, არ დაველოდოთ მორიგ ასეთ ვითარებას და სრულად გამოვიყენოთ ეს გამოცდილება ყოველდღიურ საფუძველზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება გამოყენებული იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც“ - განაცხადა ზახაროვამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY