მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 2 იმპორტირებულია, ერთი „საბურთალოს კლასტერიდანაა“ და 1 სამედიცინო პერსონალია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი სამიდან 1 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 2 კი იმპორტირებული შემთხვევაა. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ამჟამად 43 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომაროება მძიმეა.
„გვაქვს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულიც 4-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. 4 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის საბურთალოს კლასტერიდან, ორი არის იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა და 1 არის სამედიცინო პერსონალი. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის და 30 იანვრიდან დღემდე, ანუ მე-5 თვეა ჩვენი ცენტრი რაც კოვიდინფიცირებულ შესაძლო და დადასტურებულ შემთხვევებთან მუშაობს და ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ჩვენს ცენტრში 43 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს ჯერჯერობით, კვლავ 1 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომაროება სტაბილურია და უკვე დინამიურად ვლინდება, რომ გაუმჯობესება გვაქვს და ალბათ, მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმე პაციენტების სიას, დანარჩენი შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი”, - განაცხადა ეზუგბაიამ.