გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 50 413-ს გადააჭარბა
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 50 413-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შესაბამისი ეროვნულმი სტატისტიკური ოფისები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მაისის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, კოვიდ -19-ს ინგლისსა და უელსში 45 748 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, შოტლანდიაში - 3 911 და ჩრდილოეთ ირლანდიაში - 754.
ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფო ფატალური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფო ფატალური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.