Babajana LOGO

პრემიერი - ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა

09 ივნისს 2020 02:50ნახვები 412წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დაველოდოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში.
„მაგალითი მინდა მოგიყვანოთ ძალიან კარგი და თვალსაჩინო, როგორიც გახლავთ ტურიზმის სექტორი, რომლის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო დღეს კრიზისის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა ქვეყანამ საქართველო, როგორც ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყნად გამოაცხადა. თუმცა, მთავრობა ამავდრულად აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელთანაც მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე იყო მისული და დასრულებულიც გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა თვითონ ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება. ეს ტურბულენტობა, დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან. მოგეხსენებათ, რომ ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისით, უნდა იყოს უაღრესად გონივრული, უაღრესად ფრთხილი და უაღრესად გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში“, - განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals