Babajana LOGO

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან მძიმედ დაავადებული ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს

08 ივნისს 2020 04:56ნახვები 979წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით „Airbus A 400M“ ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცი მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა.
მათივე ინფორმაცით, ჯარისკაცის დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.
„ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania