Babajana LOGO

კახა კალაძე - პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოყვება

03 თებერვალს 2020 12:39ნახვები 444წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოყვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ოპოზიციის მიერ ხვალ პარლამენტთან ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობის დაანონსებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პიკეტირება კანონდარღვევაა.
„პარლამენტის პიკეტირებას მიუღებელია და ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. პიკეტირება კანონდარღვევაა, შესაბამისად, პიკეტირებას, ბლოკირებას, კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიცია ხვალ, პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აპირებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals