რუსეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 8984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 134 ადამიანი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 8 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ახალი პაციენტების 38%-ს დაავადების კლინიკური ნიშნები არ ჰქონდათ. რუსეთის 85 რეგიონში, მთლიანობაში დაინფიცირების 467 673 შემთხვევაა დარეგისტრირებული.
მესამე კვირაა, რუსეთში ვირუსით დაინფიცირების დღიური შემთხვევების რიცხვი 8-დან 9 ათასის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 134 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ლეტალურად 5 859 შემთხვევა დასრულდა. რუსეთში ვირუსისგან 226 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.
ქვეყანაში კორონავირუსზე 12,7 მილიონი ტესტი ჩატარდა.