Babajana LOGO

ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

06 ივნისს 2020 15:57ნახვები 860წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კვიციანი იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც მას წლების წინ ეკუთვნოდა და ახლა მეტრეველების ოჯახი ცხოვრობს. კვიციანის მისვლის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ცნობილია, კვიციანმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა. მოგვიანებით მომხდარ ინციდენტს ემზარ კვიციანი „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.
“გადავიღე წინასწარ ჩემი სახლის ყველა კუთხე, რომელიც ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა, ვიდრე კოდორს გაყიდდნენ, გადასცეს ზონდერ მეტრეველს! დღეს მივედი სულების მოხსენიების დღეს იქ, საიდანაც დედა გავასვენე და დამხვდა სუს-ის მიერ გათამამებული ჯგუფი!” - წერს ემზარ კვიციანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ წუთებში მეტრეველების ოჯახთან გასაუბრება მიმდინარეობს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office