Babajana LOGO

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 005 ადამიანი გარდაიცვალა

06 ივნისს 2020 11:13ნახვები 399წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 830 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 645 771-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 005 ადამიანი შეეწირა და დაღუპულთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.
ცნობისათვის, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემების თანახმად, ორი დღის წინ ბრაზილიამ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania