ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვა
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დემოკრატიული პარტიის“ სახელით საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების ხმები დააგროვა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენს მხარი უკვე 1995 დელეგატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კანდიდატურის დასაყენებლად საჭირო ზღვარი- 1991 ხმა- გადალახა.
აღსანიშნავია, რომ დელეგატების ხმების უმრავლესობა ბაიდენმა გასულ სამშაბათს ქვეყნის 7 შტატსა და ვაშინგტონში ჩატარებული პრაიმერის შედეგად მოიპოვა. მისი საარჩევნო შტაბი დელეგატების მხარდაჭერას ელოდება მომავალ სამშაბათსაც, როდესაც პრაიმერი ჯორჯიასა და დასავლეთ ვირჯინიაში გაიმართება.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.