04/06/201 534 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მამუკა მდინარაძე - "ოცნებას" გიორგი რურუას გათავისუფლების პირობა არ დაუდია

არათუ გიორგი რურუას, არცერთი ადამიანის გათავისუფლებაზე არანაირი პირობა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოლაპარაკებათა არცერთ ეტაპზე არ დაუდია, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. მისივე თქმით, ოპონენტების არგუმენტი, რომ რურუას გათავისუფლების შემთხვევაში ისინი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ვფიქრობ, რომ გიორგი რურუას ფაქტორი არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი. როდესაც ისინი ხედავენ თავიანთ რეიტინგებს, ხვდებიან, რომ არანაირი შანსი არჩევნების გზით, მათთვის რაიმე შეიცვალოს, არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი ასახელებენ რაღაც მიზეზს, თავიანთ სახელდარქმეულ ე.წ. პოლიტპატიმრობას. არათუ გიორგი რურუას, არცერთი ადამიანის გათავისუფლებაზე არანაირი პირობა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოლაპარაკებათა არცერთ ეტაპზე არ დაუდია. ელჩებმა დაადასტურეს თქვენთვის, როგორც ჩანს, ცალკე, ელჩებს ასეთი რამ არ უთქვამთ, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს იწყება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებენ, მათ გარდა, ბოიკოტის რეჟიმშია დავით ჭიჭინაძეც.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,