Babajana LOGO

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქვეყანაში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია

03 ივნისს 2020 14:02ნახვები 704წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია.
„მე მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, - განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას.
აქვე თავდაცვის მდივანმა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას „საზარელი დანაშაული“ უწოდა.
„ამ საქმეში იმ დღეს მონაწილე პოლიციელებმა მისი მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგონ. ეს ტრაგედიაა, რომელიც საკმაოდ ხშირად მეორდება“, -აღნიშნა ესპერმა.
„ამბოხების შესახებ კანონი“ ქვეყნის პრეზიდენტებს არეულობის დროს საჭიროების შემთხვევაში შტატებში სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ის ამ კანონის გააქტიურების საკითხს განიხილავს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals