Babajana LOGO

რომან გოცირიძე - თუ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ რაღაც „ტრიუკი“ არ ჩაატარა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს ვერაფერი შეუშლის

03 ივნისს 2020 10:09ნახვები 560წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
თუ კვლავ რაღაც „ტრიუკი“ არ ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ", საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ეს არ იქნება იმ შეთანხმების შესრულება, რაც პარტიებსა და ხელისუფლებას შორის იყო დადებული , - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ კონსტიტუციური ცვლილებები ქვეყნის ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერის გარეშე განხორციელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები არ იქნება დემოკრატიული. დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილებას მხარს გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერენ.
"თუ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებული მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის გარეშე იქნა მიღებული ქვეყნის კონსტიტუცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული არ იქნება. უმრავლესობას აქვს საკმარისი ხმები, მათ შორის, პარლამენტში არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს ცვლილებები პარლამენტში გავა. თუ კვლავ რაღაც „ტრიუკი“ არ ჩაატარა "ქართულმა ოცნებამ", საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ეს არ იქნება იმ შეთანხმების შესრულება, რაც პარტიებსა და ხელისუფლებას შორის იყო დადებული. ეს არ იქნება საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე შეთანხმების შესრულებად ჩათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებისთვის დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania