Babajana LOGO

ასლან ბჟანია - აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის, აუცილებელია საზღვრების სრული კონტროლი

03 ივნისს 2020 05:46ნახვები 1 640წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ „აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის და აუცილებელია სახელმწიფო საზღვრებზე სრული კონტროლის დაწესება“.
„აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის. ჩვენი საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელიწადში თხილეულის მოსავლის მოცულობა 11-12 ათასი ტონაა. ამ მოცულობის მაქსიმუმ 10% ექსპორტზე რუსეთში გადის, დანარჩენზე კი - საქართველოში და მთელი ეს თანხა იმ ხალხის ჯიბეებში ხვდება, რომლებიც, ზოგადად, კონტრაბანდით არიან დაკავებულები,”- განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებული მიდგომების გადახედვა და ე.წ. „სახელმწიფო საზღვრებზე“ სრული კონტროლის დაწესება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania