Babajana LOGO

ვაშინგტონში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა

03 ივნისს 2020 03:38ნახვები 483წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. CNN-ის ცნობით, „წიწაკის სპრეით“ დაზარალებული მოქალაქეები თვალებსა და სახეებზე წყალსა და რძეს ისხამდნენ.
შეგახსენებთ, აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აშშ-ში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. წუხელ პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania