Babajana LOGO

დონალდ ტრამპი - გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა, მადლობა პრეზიდენტ ტრამპს

02 ივნისს 2020 11:31ნახვები 948წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გუშინ ღამით ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
როგორც ტრამპი წერს, ბევრი დაკავება განხორციელდა.
“გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. ყველამ შესანიშნავი საქმე შეასრულა. დიდი ძალები იყო მობილიზებული. ანალოგიურად მინეაპოლისშიც. (მადლობა პრეზიდენტ ტრამპს)“ , - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, უკვე ერთი კვირაა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals