Babajana LOGO

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14 570 - ს აღწევს

02 თებერვალს 2020 18:16ნახვები 389წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის ინფექციით დაავადების 14 ათას 570 ფაქტი ფიქსირდება, რომელთაგან 305 ლეტალურია.
ჩინეთის გარეთ ვირუსის გავრცელების 157 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გერმანიაში - 10, საფრანგეთში - 6, იტალიაში - 2, რუსეთში -2, დიდ ბრიტანეთში -2, ესპანეთში -1, ფინეთში -1 და შვედეთში - 1 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, გერმანიაში 8 ინფიცირებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, გუშინ, ორ მოქალაქეს, რომელთა ევაკუაცია ჩინეთის ქალაქ უხანიდან განხორციელდა, ვირუსი აღმოაჩნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს ჩინეთიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
ვირუსი, უკვე, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania