Babajana LOGO

აშშ-ს საელჩოსთან კონგრესმენებისა და სენატორების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

02 თებერვალს 2020 15:50ნახვები 383წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ამერიკის საელჩოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სწორად აფასებენ იმ შენიშვნებს და კრიტიკულ წერილებს რომლებიც ამერიკელებისგან მიიღეს. სამოქალაქო აქტივისტის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, სანქციები არა სრულიად საქართველოს, არამედ მხოლოდ კრიმინალური ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა დაუწესდეთ.
"დღეს შევიკრიბეთ სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო აქტივისტები ჩვენ გვინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის ამერიკას, მივესალმოთ ახლად ჩამოსულ ელჩს კელი დეგნანს და მივმართოთ, რომ ქართველი საზოგადოება, ახალგაზრდები სწორად ვაფასებთ იმ შენიშვნებს და კრიტიკულ წერილებს, რომლებიც ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან მივიღეთ. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ აგოს პასუხი ამისთვის და ქვეყანა დაისაჯოს, ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს კრიმინალურ ხელისუფლებას დაუწესდეს სანქციები”, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania