30/05/202 218 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკოლ ფაშინიანი - საქართველო მოძმე ქვეყანაა და დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათის ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, სომხეთმა მიმართოს დახმარებისთვის საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართვა იქნება, რაიმე სახის დახმარების საჭიროების შესახებ, ამისთვის მზად არიან.
„კორონავირუსის ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს. ბუნებრივია, თუ იქნება ამის აუცილებლობა, მაშინ შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამის საჭიროება არ იქნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ რეანიმაციის განყოფილებები არ გადაიტვირთება და აქედან გამომდინარე, დახმარების საჭიროება არ იქნება. "თუმცა, ჩვენ, სომხეთისც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს", - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი ქვეყანას 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინით დაეხმარა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA