Babajana LOGO

ევროკავშირი ჩინეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გაუგზავნის

02 თებერვალს 2020 13:15ნახვები 285წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
ევროკავშირი ჩინეთს კორონავირუსთან საბრძოლველად 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გაუგზავნის. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრი კოორდინაციაშია წევრ სახელმწიფოებთან და ჩინეთს დამცავ აღჭურვილობას მალე გაუგზავნიან. 
ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენს ჩინეთის პრემიერმინისტრთან, ლი კეფიანგთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ლეიენი მას მხარდაჭერას და დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ რათა კორონოავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. 
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები 25 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაიღუპა 300მდე და დაინფიცირდა 14 000- მდე ადამიანი. 
30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania