Babajana LOGO

აშშ WHO-დან გადის და ორგანიზაციის დაფინანსებას აჩერებს

29 მაისს 2020 16:03ნახვები 881წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 29 მაისს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ გადის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) და წყვეტს მის დაფინანსებას. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა WHO-ს მიერ ჩინეთისთვის ხელის დაფარება და რეფორმირებაზე უარი, ასევე გაუმჭირვალობა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის მიერ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ პირველ ეტაპზე ინფორმაციის დამალვამ მსოფლიოში გამოიწვია პანდემია, რასაც 100 ათასზე მეტი ამერიკელი ემსხვერპლა, მსოფლიო მასშტაბით კი მილიონობით ადამიანი დაიღუპა.
ტრამპის თქმით, WHO-სთვის განკუთვნილ დაფინანსებას აშშ გლობალური ჯანდაცვის საჭიროებებზე თავად მიმართავს. დონალდ ტრამპმა ბრიფინგისას არაფერი თქვა მინეაპოლისში მიმდინარე არეულობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რაც მოჰყვა შავკანიანი კაცის სიკვდილს, რომელშიც პოლიციელია ბრალდებული.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania