Babajana LOGO

მარია ზახაროვა - აშშ-ის მცდელობა, მოახდინოს რუსეთის ძალისხმევის დისკრედიტაცია, კორონავირუსთან ბრძოლას ართულებს

29 მაისს 2020 03:03ნახვები 660წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის მცდელობა, დეზინფორმაციის გავრცელების გზით რუსეთის ძალისხმევის დისკრედიტაცია მოახდინოს, ართულებს საერთაშორისო თანამშრომლობას გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
”სამწუხაროა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ნაცვლად, დასავლეთი, და განსაკუთრებით შეერთებული შტატები, მხოლოდ ახალ გამღიზიანებლებს უმატებს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო დღის წესრიგში,” - აღნიშნა მან.
მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, უარი თქვას ნეგატიურ პრაქტიკაზე, რომელიც გლობალური პრობლემის გამწვავებას უწყობს ხელს.
”ვაშინგტონს მოვუწოდებთ, გადახედოს მის მიდგომებს, უარი თქვას ნეგატიურ პრაქტიკებზე, რომლებიც მხოლოდ და ხოლოდ გლობალურ პრობლემის გაღრმავებას იწვევს. ჩვენ მათ თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ.”

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals