Babajana LOGO

ვერ ავუკრძალავთ ვინმეს საქართველოში სამკურნალოდ გადასვლას - ანქვაბი

28 მაისს 2020 16:03ნახვები 1 261წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge
დღეს, 28 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი შტაბის შეხვედრა გაიმართა, სადაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი აფხაზი პაციენტების საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის საკითხსაც შეეხო.
“აფხაზეთი ვერ აუკრძალავს მოქალაქეებს საქართველოში სამკურნალოდ გასვლას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს  ეხება. თუმცა, საქართველოს წესების შესაბამისად, ყველა, ვინც შედის, 14- დღიან კარანტინს გაივლის” , –  განაცხადა ანქვაბმა. მისივე განმარტებით, ამის შესახებ მოქალაქეებს საშვების გაცემის დროსაც აფრთხილებენ.
26 მაისს აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად გახსნა ენგურის გამშვები პუნქტი. სოხუმის ინფორმაციით, აფხაზურ მხარეს გადასვლას შეძლებენ სამკურნალოდ გასული აფხაზეთის მოქალაქეები.  დღეს, აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ამ დრომდე უკვე 250-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა შეზღუდვის მოხსნით.
გამშვები პუნქტი ენგურზე საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ სოხუმის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania