28/05/201 510 ნახვა წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge

რუსული დელეგაციის ცალმხრივი ვიზიტების შესაძლებლობას არ განვიხილავთ - ზურაბ აბაშიძე ლუგარის ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტის შესახებ

რუსეთი საქართველოში ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებას და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რეალური შემოწმების საშუალებას მხოლოდ აღნიშნული ფორმატი იძლევა. ოფიციალური მოსკოვი ლუგარში რუსი სპეციალისტების ვიზიტს სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ითხოვს. ამასთან მოსკოვი ქართული მხარის მიერ რუსულ დეზინფორმაციაზე გაკეთებულ განცხადებებს პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან შეერთებული შტატების კავშირი კითხვებს აჩენს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, კრემლი მიზანმიმართულად ცდილობს დააკნინოს ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, ეჭვების გასაქარწყლებლად კი, საქართველოში რუს სპეციალისტებს ეპატიჟებიან, თუმცა ერთი პირობით, რომ ეს ვიზიტი საერთაშორისო იყოს. თავად ოკუპანტი მხარე კი მოითხოვს, რომ შესაბამისი წვდომა ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესასწავლად ნებისმიერ შენობაში, ასევე მათ სურთ წვდომა ნებისმიერ სახის დოკუმენტაციაზე.
"ეს ცენტრი, მოგეხსენებათ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიის პირობებში და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. სამწუხაროა ისიც, რომ რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ანგარიშს ქართული საზოგადოების აზრს და ამ ცენტრის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს. ეს გასაგებია, მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მიზნებს ემსახურება.
რაც შეეხება რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტს ცენტრში, ჩვენ ადრეც არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური კონვენციის პასუხისმგებელი ცენტრი, მზად არის და ადრეც იყო მზად, დაეშვა რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი დაშვება უსაფრთხოების ლაბორატორიის ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ცალმხრივი ვიზიტების განხილვების შესაძლებლობას ჩვენ არ განვიხილავთ," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.