27/05/201 856 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

პომპეო: ჰონგ-კონგს ვეღარ ექნება აშშ-ის მხრიდან საგანგებო მიდგომის იმედი

ჰონგ-კონგს ვეღარ ექნება აშშ-ის მხრიდან ამ რეგიონის მიმართ საგანგებო მიდგომის იმედი, ვინაიდან ის მხარს არ უჭერს ჩინეთისგან ავტონომიის მაღალ ხარისხს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
მან ისაუბრა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ამჟამად განიხილება პეკინის მიერ. ეს დოკუმენტი „უკანასკნელი პუნქტია მოვლენათა წყებაში, რომლებიც ძირს უთხრიან ჰონგ-კონგის ავტონომიას და მის თავისუფლებებს“, აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. პომპეოს თქმით, ოთხშაბათს მან კონგრესს გაუგზავნა შეტყობინება, რომელიც ეხება ჰონგ-კონგისადმი მიდგომას 1997 წლის ივლისამდე და მის შემდეგ, როცა ბრიტანელებმა ამ ტერიტორიის სუვერენიტეტი ჩინეთს გადასცეს.
გასულ წელს კონგრესმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღეს კანონი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, წელიწადში მინიმუმ ერთხელ დაადასტუროს, რომ ბრიტანეთის ყოფილი კოლონია საკმარის დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, რათა გაამართლოს მასთან ვაშინგტონის სავაჭრო ურთიერთობების განსაკუთრებით მომგებიანი პირობები და შეინარჩუნოს მსოფლიოს ერთ-ერთი საფინანსო ცენტრის სტატუსი. ამ კანონის თანახმად, ჰონგ-კონგის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, შესაძლოა დაუწესდეთ სანქციები - მათ შორის ვიზების აკრძალვა და საფინანსო აქტივების გაყინვა.
მანამდე პომპეომ მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ჰონგ-კონგისთვის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახლი კანონის თავს მოხვევა. პომპეოს თქმით, ეს კანონი ეწინააღმდეგება რეგიონის კანონმდებლობას და არ ითვალისწინებს მისი მოსახლეობის აზრს.
კანონპროექტმა საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა გამოიწვია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება პრინციპს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA