27/05/201 228 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძე - დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში COVID19-ის ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის.
მისი თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად ერთეული ახალი შემთხვევები ფიქსირდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია მშვიდდება.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის პრევენციისთვის არსებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაბიჯები გადადგა, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ არსებობს, მიზეზი კი მეზობელ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის გამო არსებული ვითარებაა.
„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, ეს იქნება ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ჩვენი უშუალო მეზობლები: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ სომხეთი, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა. მზარდი ეპიდემიაა თურქეთის გარდა, სადაც ეპიდტალღა ოდნავ ქვევით წავიდა. დანარჩენ ქვეყნებში კი აღმავალია. ამიტომ, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ისიც, რაც გლობალურად ხდება. ამიტომ, ყველა ის შემზღუდველი, ე.წ. თვითშეგნებაზე დამყარებული ღინისძიებები უნდა გავატაროთ. მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო ტრანსპორტი, ამიტომ პრევენციისთვის აუცილებელია ტრანსპორტში მგზავრებმა პირბადეები გამოიყენონ.
„აუცილებელია თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრის ადგილებს. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ და მეტად ხშირად დავიბანოთ ხელები, სანიტაიზერებით, სადეზინფექციო ხსნარებით დავიმუშაოთ, რაც მთავარია, 10 კაცზე მეტი თავშეყრის არიდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.