27/05/201 593 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - ზოგიერთი "პოლიტიკური მოცეკვავისთვის” აქტუალური თემა არის მოქალაქეების საზღვარგარეთიდან დაბრუნება, დღეს საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი

ჩვენ ვიყავით ყველგან, იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქაალაქეების დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 13 000-მდე მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო 22 000-მდე მოქალაქეს ადგილზე გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება.
“ძალზედ აქტუალური თემა ზოგიერთი "პოლიტიკური მოცეკვავისთვის” არის ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთიდან დაბრუნება, მარტივ ციფრებს ვიტყვი - დღეს საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი, სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, ეს ხდებოდა ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 21 198 ადამიანს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება, ეს ის ხალხია, რომელმაც ადგილზე დაკარგა სამსხური, ეს იყო ბინის ქირა, უბრალოდ კვების პროდუქტები, სამედიცინო მომსახურება, წამლები და კიდევ ბევრი რამ. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს ასობით ათასი ადამიანია გასული სამუშაოდ და ეს არ მომხდარა არც გუშინ და არც დღეს, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ასეთ ამბიციურ პროგრამებს ვააანონსებთ, რომ ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა(როდესაც არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ ვერ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არა, ჩვენ კი არა, ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ) და ამ პერიოდში მთავრობის ერთადერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენა უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან, იქ, სადაც მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ საქართველოსა და ამერიკის მთავრობების ერთობლივი ღონისძიებების შედეგად ჩვენ 90 ადამიანი, სკოლის მოსწავლე გამოვიყვანეთ აშშ-დან, მათ შორის სომხეთის 30 მოქალაქე და ამ ღონისძიებისთვის მინდა, აშშ-ს მთავრობას მადლობა გადავუხადო. ეს იყო უაღრსად მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს გახლავთ ქართველი არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებით აშშ-ში იღებდნენ განათლებას”, - განაცხადა პრემიერმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA