Babajana LOGO

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

27 მაისს 2020 03:40ნახვები 299წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე, მისი თქმით, 8 ივნისიდან აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.
„რვა ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით “- , განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania