Babajana LOGO

დავით ბაქრაძე - საგარეო ვალი აიღო და არაფერი გააკეთო, ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც გამოძიების საგანია

26 მაისს 2020 05:35ნახვები 601წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომლის თანახმადაც, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს.
„ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება საგარეო ვალი და დღეს უკვე მართლაც სარეკორდო რიცხვზეა. როდესაც ქვეყანაში გაიხედავ-გამოიხედავ, არ ჩანს რაში იხარჯება ამდენი ფული. აუდიტის დასკვნა არის ერთი მაგალითი იმის, რომ ვიღებთ ვალს, მომავალ თაობას ვუტოვებთ გადასახდელს ვალს, ოღონდ ამ ვალით არაფერს არ ვაკეთებთ. ეს არა მხოლოდ თავმოუბმელობის და უნიათობის მაგალითია, ესაა პირდაპირ დანაშაული. აბსოლუტურად აუცილებლად მიგვაჩნია აუდიტის ამ დასკვნის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს რატომ აქვს ნულოვანი ათვისება ამ პროექტებს. ვალი აიღო და საერთოდ არაფერია არ გააკეთო, 0% გქონდეს შესრულება, ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან უბრალოდ ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც წარმოადგენს გამოძიების საგანს,“-აღნიშნა ბაქრაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania