Babajana LOGO

აშშ ჩინეთს უმკაცრესი სანქციებით ემუქრება - არეულობა ჰონგ კონგში

25 მაისს 2020 08:26ნახვები 1 551წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
შეერთებული შტატები ჩინეთს ჰონგ კონგში მიმდინარე მოვლენების გამო უმკაცრესი სანქციებით ემუქრება.  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა რობერტ ო ბრეინიმ ამ თემაზე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ჩინეთის მთვრობა ჰონგ კონგის ავტონომიის, ფინანსურ კომპანიების დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ხელყოფას შეეცდება, შეერთებული შტატები უმკაცრეს ზომებს მიმართავს.  
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ჰონგ კონგში, ჩინური გავლენის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. პოლიცია აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით უპირისპირდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office