Babajana LOGO

გია ვოლსკი - გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერია, თავდადებული ქვეყნისთვის და ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს

25 მაისს 2020 08:10ნახვები 696წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური სპეკულაციაა, რომლის უკან დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. მისი თქმით, გიორგი გახარიას სახით სახელმწიფოს შესანიშნავი კადრი ჰყავს.
"საარჩევნო პერიოდი როგორც კი დგება და მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ქვეყანაში, რასაკვირველია, იწყება საუბარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაბალ, შუა და ახლა უკვე მაღალ რგოლებსაც გადაწვდნენ. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ელჩები დაინიშნა ახალი, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებებზე შერიგების საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. პრემიერ- მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, სრულად არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან. ჩემი აზრით, გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ- მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის და საკმაოდ კომპეტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office