Babajana LOGO

ნიღბები მოიხსენით, ხელთათმანები მოიხსენით, არ გიშველით - მეუფე საბა კოვიდვაქცინის წინააღმდეგ

25 მაისს 2020 05:57ნახვები 1 015წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
მღვდელმთავრების ნაწილი ეწინააღმდეგებიან კორონას საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც ჯერ გამოგონებულიც არ არის. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ საკვირაო წირვისას თქვა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ქვეყანა, სადაც ვაქცინას პირველად გამოცდიან და ეს არავის უნდა ახარებდეს
"როდესაც სულიწმინდის მადლს მოითხოვს უფლისაგან და უფალი აუცილებლად გარდამოავლენს მას თქვენზე, ნიღბები მოიხსენით, ხელთათმანები მოიხსენით, ნიღაბი არ გვიშველის, ხელთათმანები არ გვიშველის. ღმერთის გარეშე, სულიწმინდის გარეშე არაფერი გვიშველის. მით უმეტეს, არ გვიშველის ის გაუგებარი წამალი თუ ვაქცინა, რომელსაც ჩვენ გამუდმებით გვთავაზობენ, - ამბობს მეუფე საბა წირვის მიმდინარეობისას.მისი თქმით, მას ეჩვენება, რომ საქართველო კიდევ ერთხელ უნდათ გამოიყენონ, როგორც ექსპერიმენტების ქვეყანა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office